პარლამენტში ახალი საკანონმდებლო წინადადება დარეგისტრირდა. ინიციატორი ითხოვს, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურში წასვლა ქალებისთვისაც სავალდებულო გახდეს.
ცვლილებას „სავალდებულო სამხედრო სამსახურის“ შესახებ კანონი ითვალისწინებს, რომლის თანახმადაც შემოდის ცნება- ჯარისქალი.
როგორც საკანონმდებლო წინადადების ავტორი, მოქალაქე ირინე ბარბაქაძე განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონის თანახმად, არსებობს ქვეკანონი „საქართველოს კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ“, და გენდერული თანასწორობა მამაკაცსა და ქალს ცხოვრების ყველა სფეროში თანაბარუფლებიან პირებად აყენებს, ქალი მაინც სუსტ არსებად რჩება.
„სახელმწიფო ხელს უწყობს მათი შეხედულებისამებრ განსაზღვრონ თავიანთი ცხოვრების წესი. შესაძლებლობას აძლევს კონკრეტულ დროს მიიღონ კონკრეტული გადაწყვეტილებები ისე, რომ მეორე მხარე არ დაზარალდეს, თუმცა, დედაკაცები მაინც სუსტ არსებებად რჩებიან. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სავალდებულო სამხედრო სამსახურში იგზავნებიან მხოლოდ მამაკაცები“, – აღნიშნულია დოკუმენტში.