ახალი ამბები კრიმინალი მთავარი

ზუგდიდში ქალის ცხედარი იპოვეს

ზუგდიდში, გურამიშვილის ქუჩაზე, რკინიგზის სადგურთან ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ სამართალდამცველებს თვითმხილველებმა შეატყობინეს, რომელთა  განცხადებით, გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალია და მას რაიმე სახის ფიზიკური დაზიანებები არ ეტყობა.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. გარდაცვლილი ქალის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

როგორც  „მეტრონომს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

უწყების ინფორმაციით, პირველადი დათვალიერებით, ცხედარს სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება. გარდაცვლილის ვინაობის დადგენა მიმდინარეობს და უწყება სხვა დანარჩენ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.

იტვირთბა....