ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმში მდებარე შაჰინის სახელობის ლიცეუმში სასწავლო პროცესი გრძელდება

ავტორიზაციის გაუქმების მიუხედავად, ბათუმში მდებარე შაჰინის სახელობის ლიცეუმში სასწავლო პროცესი გრძელდება. სკოლის დირექტორის  ელგუჯა დავითაძის განცხადებით, უკვე მეორე გაკვეთილი ტარდება და სასწავლო პროცესში შეფერხება არ არსებობს. დირექტორის ინფორმაციით,  ჯერ   საბჭოს ავტორიზაციის გადაწყვეტილება არ მიუღია, ამიტომაც სასწავლო პროცესი გრძელდება.

„დღეს მოსწავლეების თითქმის სრული რაოდენობაა სკოლაში. უკვე მეორე გაკვეთილი ტარდება, არავითარი ხარვეზი სასწავლო პროცესში არ გვაქვს. ჩვენ ველოდებით საბოლოო დასკვნას, მანამდე გვაქვს უფლება გავაგრძელოთ ჩვეულ რეჟიმში სასწავლო პროცესი.

დასკვნის მიღების შემდეგ იმის მიხედვით, თუ რა წერია დასკვნაში, შესაბამისად ვიმოქმედებთ“, – განაცხადა ელგუჯა დავითაძემ.

მისივე განმარტებით, საქართველოს პირველი პირებისა და სახალხო დამცველისადმი მიმართვაც გაავრცელა, თუმცა გამოხმაურება ამ დრომდე არ ყოფილა.

შეგახსენებთ, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ავტორიზაციის საბჭომ  შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმს ავტორიზაცია ბავშვების სკოლაში ჩარიცხვასთან დაკავშირებული ხარვეზების გამო გაუუქმა.

იტვირთბა....