”ბავშვთა სამყაროს” დაზარალებულ მოვაჭრეთა ნაწილს დამწვარ შენობაში, გამაგრებითი სამუშაოების ჩატარების შედეგად, შესვლის შესაძლებლობა გუშინ პირველად მიეცა. მათთან ერთად შენობაში სამაშველო სამსახურების წარმომადგენლებიც შევიდნენ.
რამდენიმე ადამიანმა საკუთარი ნივთების ნაწილის გამოტანა შეძლო. მათი განცხადებით, ძვირფასი ლითონები დამდნარია, თუმცა ფიქრობენ, რომ იმის გარკვევას შეძლებენ, ვისი კუთვნილია ესა თუ ის ნივთი.
დაზარალებულების დამწვარ შენობაში შეშვება დაბნელების შემდეგ შეწყდა და პროცესი დღეს, დილიდან განახლდება. ამავდროულად, უსაფრთხოების მიზნით, შენობის შემოღობვითი სამუშაოები გრძელდება.