გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, ჩითახევის ტერიტორიაზე, ანტი-ბრაკონიერული ღონისძიების დროს, რეინჯერებმა სროლის ხმა გაიგეს და დევნის ოპერაციის შედეგად დაჭრილ შველს მიაკვლიეს.
“თოვლზე კვალის მიხედვით, შველი სავარაუდოდ ორმა პიროვნებამ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. ბრაკონიერებმა ადგილიდან მიმალვა მოახერხეს. მათი ვინაობა ამ დრომდე უცნობია. “-ნათქვამია განცხადებაში.
რეინჯერებმა შველი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში გადმოიყვანეს. ცხოველს სამედიცინო დახმარება ვეტერინარმა აღმოუჩინა.
იტვირთბა....