გორის რაიონის სოფელ ზერტიდან 47 წლის ჯიმშერ ტიელიძე რუსმა ოკუპანტებმა, სავარაუდოდ, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ჯიშერ ტიელიძე სოფლის მიმდებარედ, ტყეში ფიჩხის მოსაგროვებლად იყო წასული. ოკუპანტების მიერ ჯიმშერ ტიელიძის დაკავების ეს უკვე მეორე შემთხვევაა.
ფაქტის შესახებ სამართალდამცავები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია.