ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბათუმში დაკავებული 7 პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით გუშინ, ბათუმში დაკავებული შვიდივე პირი, რომელთა შორის ერთი არასრულწლოვანია,  სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.  საქმესთან დაკავშირებით, მორიგი სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, გვიან ღამით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც გულისხმობს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, შვიდი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, აღნიშნული პირები ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რის გამოც შემთხვევის ადგილზე პოლიცია გამოცხადდა.

იტვირთბა....