ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

შაჰინის სახელობის სკოლის დირექტორის განცხადებით, სკოლისთვის საგანმანათლებლო საქმიანობის აკრძალვა სავარაუდოდ, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა

ბათუმში,  შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ელგუჯა დავითაძის განცხადებით,  სკოლისთვის საგანმანათლებლო საქმიანობის აკრძალვა სავარაუდოდ, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ამის შესახებ დავითაძემ  დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა:

„3 თებერვალს, თბილისში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გამართულ საბჭოზე განიხილეს შაჰინის სკოლა-ლიცეუმის ავტორიზაციის საკითხი, შეხვედრაზე კომისიის წევრების უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება სკოლისთვის ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე, თუმცა ჩვენ ხელთ არ გვაქვს დოკუმენტაცია სკოლის ავტორიზაციის შეჩერების შესახებ. სკოლის ადმინისტრაცია პროტესტს გამოთქვამს მიღებულ უსამართლო გადაწყვეტილებაზე, რადგან ადგილი აქვს კანონის დარღვევას მონიტორინგის განხორციელებისას. საქმე იმაშია, რომ ძირითადი ყურადღება გამახვილებული იყო, უცხო ქვეყნის 6 მოქალაქეზე, რომლებიც ჩვენს სკოლა-ლიცეუმში სწავლობენ. საუბრი იყო იმაზე, რომ მათი ჩარიცხვა არაკანონიერი გზით მოხდა. თუმცა როგორ უნდა მომხდარიყო ამ მოქალაქეების ჩარიცხვა ქართულ სექტორზე, ჩვენ კონსულტაცია გავიარეთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად, რისი ოქმიც არსებობს. სკოლაში 9 წელია სწავლობენ თურქეთის მოქალაქეები, ამ დრომდე არ შექმნილა პრობლემა. ბოლო ავტორიზაციის დროს დასვეს საკითხი, რომ თურქული სექტორი უნდა გაუქმებულიყო და მხოლოდ ამ შემთხვევაში ვიქნებოდით ავტორიზებული სკოლა. განვაცხადეთ თანხმობა და მივიღეთ თურქული სექტორის გაუქმების გადაწყვეტილება. ვუთხარით, რომ იმავე დღეს გავუშვებდით ამ ბავშვებს ჩვენი სკოლიდან, ან სხვა სკოლებში გადავამისამართებდით, მაგრამ განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ეს იქნებოდა მოსწავლეების უფლებების დარღვევა, ასე არ უნდა გაგვეკეთებინა და ეს პროცედურა უნდა გაგვევლო ეტაპობრივად. ავტორიზაციის საბჭოსთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თურქული სექტორის გაუქმება მოხდებოდა ეტაპობრივად. უნდა განხორციელებულიყო თურქულ სექტორზე მყოფი ბავშვების ქართულ სექტორზე გადაყვანა. უნდა გახსნილიყო პარალელური კლასები და თურქულ კლასებში ქართული ენის გაძლიერებული სწავლება უნდა ყოფილიყო. ამასთანავე, მშობლებისთვის უნდა მიგვეწოდებინა ინფორმაცია, რომ საწავლო წლის ბოლოს აღარ იარსებებდა თურქული სექტორი და მიეღოთ შესაბამისი ზომები. ჩვენ ეს ყველაფერი ავტორიზაციის საბჭოსთან შეთანხმებით მივიღეთ, მაგრამ ახლა გვეუბნებიან, რომ ასე არ უნდა გაგვეკეთებინა და პროცედურები უნდა განხორციელებულიყო სულ სხვა გზებით. ვერ ვნახეთ საქართველოს განათლების რეგულაციაში, თუ როგორ უნდა მოხდეს თურქული სექტორიდან ქართულ სექტორზე მოსწავლეების გადასვლა – ეს ჩაგვეთვალა დარღვევად და ავტორიზაცია არ მოგვცეს.

ეჭვი მაქვს, რომ ეს შეიძლება იყოს პოლიტიკური საკითხი. ამის საბაბს მაძლევს ის, რომ 18 იანვარს თურქულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველო მზადაა დარტყმა მიაყენოს ამ სკოლებს, დახუროს და გადაუფორმოს თურქეთის მიერ გახსნილ საგანმანათლებლო ფონდს. ეს ინფორმაცია თურქეთის ყველაზე მაღალტირაჟიან გაზეთ „საბაჰში“ გამოქვეყნდა. სკოლის ადმინისტრაცია მუშაობს ქართველ და უცხოელ ექსპერტებთნ, უფლებადამცველებთან ერთად და გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა კანონიერ უფლებას, რათა დავიცვათ საკუთარი მოსწავლეების და თანამშრომლების უფლებები. ორშაბათიდან ჩვენ ვაგრძელებთ სასწავლო პროცესს, რადგანაც ჩვენ ხელთ არ გვაქვს დოკუმენტაცია, რომელიც გვიკრძალავს სასწავლო პროცესის განხორციელებას.

ჩვენ უკვე შევიტანეთ სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბოლოს განხორციელებული მონიტორინგის ბათილობასთან დაკავშირებით“, – აღნიშნავს ელგუჯა დავითაძე. “, – განმარტა  ელგუჯა დავითაძემ, რომლის განცხადებითვე, ის  პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს, განათლების მინისტრს, ალექსანდრე ჯეჯელავას და სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს მიმართავს, პირად კონტროლზე აიყვანონ და დაიცვან სკოლის 340 მოსწავლის, მათი მშობლებისა და პედაგოგების კანონიერი უფლებები.

შეგახსენებთ, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის განცხადებით, თურქულ სკოლა -ლიცეუმს ავტორიზაცია გეგმური მონიტორინგის დროს ბავშვების ჩარიცხვასთან დაკავშირებით არსებული დარღვევების გამო შეუჩერდა.

იტვირთბა....