ბათუმში, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით, შვიდი პირი დააკავეს. მათ შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული პირები ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, ხოლო შემდეგ, ადგილზე მისულ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს. საქმე აღძრულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. საკითხზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს.
იტვირთბა....