თბილისის მერის, დავით ნარმანიას გადაწყვეტილებით, დამწვარ სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ შენობაში, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, მოვაჭრეები ვერ შევლენ შენობაში, -ამის შესახებ ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, მეპატრონეები შემდგომში შეძლებენ შესვლას:
„ჩემი დავალების საფუძველზე ზედამხედველობის სამსახურმა გასცა წერილობითი მითითება ბავშვთა სამყაროს ადმინისტრაციის მიმართ, რათა უსაფრთხოების ნორმები დავიცვათ და თავისუფლად შეღწევა არ იყოს შესაძლებელი. მოქმედი კანონმდებლობის ნორმებიდან გამომდინარე მივეცით მითითება, რომ ტერიტორია იყოს უსაფრთხო, ვინაიდან იქ იწყება დაზიანებული ნაწილის მოხსნასთან, ზოგიერთი ნაწილის გამაგრებასთან დაკავშირებული სამუშაოები, რათა შემდგომ მეპატრონეებმა შეძლონ შესვლა და გადარჩენილი საქონლის გამოტანა. ასე, რომ უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება“ – აღნიშნა თბილისის მერმა.
“ბავშვთა სამყარო” ხანძრის შედეგად სრულად განადგურდა.