ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ირანი ტერორიზმის ერთ-ერთ მთავარ სპონსორად დაასახელა

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ჯეიმს მეტისმა, ირანი ტერორიზმის ერთ-ერთ მთავარ სპონსორად დაასახელა. ინფორმაციას “როიტერსი” ავრცელებს:

„რაც შეეხება ირანის პრობლემას, ეს სახელმწიფო მსოფლიო ტერორიზმის ერთ-ერთი მთავარი სპონსორია. ჩვენ უნდა გავაგებინოთ ეს ირანს“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, მაგრამ, მისივე განმარტებით, „ირანის პრობლემასთან დაკავშირებით, ახლო აღმოსავლეთში ამერიკის სამხედრო ყოფნის გაზრდის საჭიროებას ვერ ხედავს“.

 

იტვირთბა....