ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ტემპერატურა მოიმატებს”: ამინდის ზუსტი პროგნოზი 8 თებერვლის ჩათვლით

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 თებერვლამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი. დღეს  საქართველოს მთელს ტერიტორიაზე  უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

ხვალ უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. თუმცა, დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში შესაძლოა იყოს მცირე წვიმა, მთაში ღამით მოთოვს.

6 თებერვალს დასავლეთ საქართველოში იწვიმებს. აღმოსავლეთ საქართველოში კი წვიმა ზოგიერთ რაიონში იქნება. ქვეყნის მაღალმთიან რეგიონებში ღამით ითოვებს.

4-6 თებერვალს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დღისით 10-12 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 6-8 გრადუსი იქნება. ღამით ყინვები შემცირდება.

იტვირთბა....