ახალი ამბები კრიმინალი მთავარი

რუსთაველზე მომხდარ ავტოავარიაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

რუსთაველზე მომხდარ ავტოავარიაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა.  თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ  ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევისათვის ბრალდებულ გიორგი ჯაფარიძეს პატიმრობა შეუფარდა:

”წარდგენილი ბრალის თანახმად, დაკავებულს ბრალად ედება ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ორი ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ერთი ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.”-აცხადებენ საქალაქო სასამართლოში.

შეგახსენებთ, რომ  შსს-ს ინფორმაციით, 2017 წლის 24 იანვარს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე  „მერსედესის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა, თანმხვედრად მიმავალი ავტომანქანის გასწრების მიზნით, გადაკვეთა ორმაგი უწყვეტი ღერძულა ხაზი. სავალი გზის საპირისპირო ზოლში გადასული, შეეჯახა ორ ავტომანქანას, რის შედეგადაც გარდაიცვალა ერთი პირი და დაშავდა სამი მგზავრი. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 23 მარტს გაიმართება.

იტვირთბა....