მედიაში გავრცელებულ ვაიბერ-მიმოწერას, სადაც ერთმანეთს თითქოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და დავით საყვარელიძე ესაუბრებიან, საყვარელიძე ფაბრიკაციას უწოდებს,-ამის შესახებ მან “კურიერის” პირდაპირ ეთერში განაცხადა:
,,ყველაფერი მალე გაირკვევა. გაირკვევა ის ადამიანები, ვინც მოსამართლეებზე ზეწოლას ახდენენ. გაირკვევა ის ადამიანები, ვისაც “რუსთავი 2”-ის წართმევის გეგმა მოუვიდათ. ვის მოუვიდა აზრად ისეთი იდიოტობა, რომ მე და მიხეილ საკააშვილი გვერდითა ოთახებიდან ვაიბერით ვიმესიჯებთ,“- ამბობს საყვარელიძე.
მისივე თქმით, ე.წ. მოსამართლეების საქმე და ამ საუბრის ფაბრიკაცია “რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ ბრძოლას უკავშირდება.
შეგახსენებთ, რომ “რუსთავი 2”-ის საქმის ორმა მოსამართლემ პროკურატურას მიმართა თხოვნით, გამოძიება დაიწყოს მათზე შესაძლო იძულების ფაქტზე. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანის, ლევან მურუსიძის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს – ბესარიონ ალავიძეს და პაატა ქათამაძეს შეტყობინებები ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნისგან მიუვიდათ. პროკურატურის ინფრომაციით, მოსამართლეებს შეტყობინებები ყოფილი თანამდებობის პირისგან მიუვიდათ.