ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მას ტელევიზიის გაკოტრების პროცესის დაწყებას სთხოვდნენ

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მას ტელევიზიის გაკოტრების პროცესის დაწყებას სთხოვდნენ:

“გაკოტრებისკენ რომ წამეყვანა პროცესი, ეს ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში არც ქიბარ ხალვაშს არ ექნებოდა მნიშვნელობა და არც- ძმებ ყარამანიშვილებს. რა თქმა უნდა, სასამართლო ამას ძალიან სწრაფად დაამთავრებდა და ეს გაიყიდებოდა აუქციონზე. გამოიცანით ვინ იყიდდა აუქციონზე ტელეკომპანია “რუსთავი 2-ს.” -განაცხადა გვარამიამ “კურიერის” პირდაპირ ეთერში.

ნიკა გვარამიას განცხადებითვე, “რუსთავი 2”-ის საქმის მოსამართლეებზე ზეწოლა ხელისუფლების მხრიდან ხორციელდება.

შეგახსენებთ, რომ “რუსთავი 2”-ის საქმის ორმა მოსამართლემ პროკურატურას მიმართა თხოვნით, გამოძიება დაიწყოს მათზე შესაძლო იძულების ფაქტზე. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანის, ლევან მურუსიძის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს – ბესარიონ ალავიძეს და პაატა ქათამაძეს შეტყობინებები ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნისგან მიუვიდათ. პროკურატურის ინფრომაციით, მოსამართლეებს შეტყობინებები ყოფილი თანამდებობის პირისგან მიუვიდათ.

იტვირთბა....