ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის დამტკიცებას განცხადებით გამოეხმაურა:
„2 თებერვალს, ევროპარლამენტის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დამტკიცების თაობაზე ეიფორია გამოიწვია საქართველოს ხელმძღვანელობაში, რომელმაც აღნიშნულით სარგებლობა „აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას შესთავაზა.
სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო კვლავ ხაზს უსვამს იმას, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარება, მათ შორის სავიზო და უვიზო ურთიერთობები მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს ეხება და არ ვრცელდება სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქეებზე. ნაღრძობ ლოგიკას თუ უწოდებ იმ ფაქტს, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა მსგავს რამეს დამოუკიდებელი სახელმწიფოს, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს სთავაზობს.
სამხრეთ ოსეთის მოსახლეობამ 25 წლის წინ გააკეთა არჩევანი დამოუკიდებლობის სასარგებლოდ და არ სურს საერთო ჰქონდეს საქართველოს სახელმწიფოსთან. საქართველომ აგრესიის გზით სამხრეთ ოსეთის ხალხის განადგურების გეგმების განხორციელება რომ ვერ შეძლო, ახლა ცდილობს ფსონი სხვადასხვა სახის დაპირებებზე და პროპაგანდისტულ ეშმაკობებზე გააკეთოს. თუმცა, საქართველოს ახლანდელი ხელმძღვანელობა, როგორც წინა ხელისუფლება, არ ამბობენ უარს ჯერ კიდევ გამსახურდიას დროს შექმნილ სამხრეთ ოსეთის თითოეული მოქალაქისათვის შეურაცხმყოფელ სახელებზე, როგორიც არის „ცხინვალის რეგიონი“, „ე.წ. სამხრეთ ოსეთი“ და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის საერთაშორისო კომუნიკაციას აფერხებენ. საკმარისი დრო გავიდა, რათა საქართველოს ხელმძღვანელობამ გაიგოს, რომ ურთიერთობების ერთადერთი შესაძლო მოდელი, ეს ორ თანაბარუფლებიან სახელმწიფოს შორის პარიტეტული ურთიერთობებია“, – აღნიშნავს თავის განცხადებაში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო.