თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა შეისწავლა და ვიზუალური დაკვირვებით დაადგინა, რომ სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ შენობა ხანძრის შედეგად ფაქტობრივად განადგურებულია. არსებობს შენობის ჩამონგრევის საშიშროება. -განცხადებას უწყება ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია:
“აღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ობიექტზე სასწრაფოდ განსახორციელებელია გარკვეული სახის სამუშაოები, უპირველესად კი, რისკ-ზონების განეიტრალება.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 მაისის N361 დადგენილების „მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დედაქალაქის მერიამ უკვე მიმართა წერილით სააქციო საზოგადოება სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ ადმინისტრაციას და უმოკლეს ვადებში ტერიტორიაზე დროებითი სამშენებლო ღობის განთავსება დაავალა.
ზედამხედველობის სამსახურის განმარტებით, შენობის შემოღობვა აუცილებელია, რათა ტერიტორიაზე შესვლა კონტროლირებადი იყოს და უნებლიე მოხვედრის შესაძლებლობა გამოირიცხოს.”-განმარტავს უწყება.