უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ამბობს, რომ მოსამართლეების საქმიანობაში ჩარევას, ვიღაცა კიევიდან ცდილობდეს, გასაკვირი არ იქნება.
ბესელია ამ საკითხით პროკურატურის დაინტერესებას დადებითად აფასებს და ფიქრობს, რომ გამოძიებით იმ ადამიანების ვინაობა უნდა დადგინდეს, ვინც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლას ახორციელებს.
“არავის გაუკვირდება, რომ კიევიდან ვიღაცაა მოსამართლეებზე ზეწოლას ცდილობდეს. ამიტომაც, აუცილებელია, რომ რეზონანსული, „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილების მიმღები ადამიანები საზოგადოების მაღალი ნდობით სარგებლობდნენ და ყოველგვარ ეჭვს მიღმა იდგნენ. სწორედ ამიტომ პროკურატურამ ყველა კითხვას პასუხი ამომწურავად ინდა გასცეს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობის განცხადება, რომ მოსამართლეებზე ზეწოლას სუს-ი ახორციელებდა, იაფფასიანი სიცრუეა, რომელსაც არავინ დაიჯერებს.
ბესელიას განცხადებით, პირველადი ინფორმაციით, კვალი სააკაშვილისკენ მიდის. მისი თქმით, არაერთ შეკითხვას ბადებს რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელებული ჩანაწერიც, რომელშიც აღნიშნული მოსამართლეები ნახსენები არიან.