იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანის, ლევან მურუსიძის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს – ბესარიონ ალავიძეს და პაატა ქათამაძეს შეტყობინებები ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნისგან მიუვიდათ:
„თავად მოსამართლეებს არ ჰქონდათ ჩვენთან ამასთან დაკავშირებით კონტაქტი. დღეს გახდა გარკვეული დეტალები ჩემთვის ცნობილი. სრულად არ ვიცი, რა ხდება და როგორ. შევიტყვე, რომ ორ მოსამართლეს – ბესო ალავიძეს და პაატა ქათამაძეს მიუვიდათ წერილები ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნის სახელით და შემდეგ მიუვიდათ სატელეფონო შეტყობინებები. მათ აღნიშნული წერილები გადასცეს უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელობას, რომელმაც ეს წერილები პროკურატურას გადაუგზავნა“, – განაცხადა მურუსიძემ.
იუსტიციის საბჭოს მდივანს ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნის ვინაობა არ დაუკონკრეტებია.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ინფორმაციით, მოსამართლეებს შეტყობინებები ყოფილი თანამდებობის პირისგან მიუვიდათ.