ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

„ბავშვთა სამყაროს“ ორი მოვაჭრე დააკავეს

პოლიციამ “ბავშვთა სამყაროში” მომუშავე ორი მოვაჭრე დააკავა. მათი დაკავების მიზეზი ის გახდა, რომ მოვაჭრეებს თამარ მეფის გამზირზე გზის სავალი ნაწილი ჰქონდათ გადაკეტილი.

აღნიშნულის გამო, ადგილზე სამართალდამცავებსა და მოვაჭრეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.

როგორც „მეტრონომს“ შსს-ში განუცხადეს, დაკავებულია ორი ადამიანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 173-ე მუხლით.

იტვირთბა....