ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“რუსთავი 2″ თავისუფალი მედიის და სასამართლოს გადარჩენას აპირებს”

 

 

” პირველი შემთხვევაა როცა ამას აკეთებს საქმის განმხილველი მოსამართლე.”-ამის შესახებ “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, ბრიფინგზე განცხადა, მოსამართლეებზე   ტელეკომპანიის საქმეზე შესაძლო იძულების ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნასთან დაკავშირებით:

“როცა მოსამართლესთან უკანონო კომუნიკაცია მიმდინარეობს, ეს ჯდება აკრძალული კონვერტაციების კანონმდებლობაში და მიემართება იუსტიციის საბჭოს, რომელიც აჯარიმებს. მაგრამ ეს უკანონო კონვერტაციის შემთხვევა არაა, ეს ის შემთხვევაა, როცა მოსმართლეებმა ჩათვალეს, რომ იმდენად დიდი ზეწოლა მიმდინარეობდა მათზე, რომ სისხლის სამართლის საქმით უნდა დაკვალიფიცირდეს.

 

მას შემდეგ რაც (“რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით) მიზანი მიღწეული ვერ იქნა, სუს-მა ბინძური მეთოდებით, მათი კონტროლირებადი მედიით, სადაც “იმედიც” შედის, დაიწყეს მოსამართლეებზე ზემოქმედება შავი პიარის აგორებით.  ერთადერი სახელისუფლებო შტო, რომელიც აქ ჩართული არ არის, არის პრეზიდენტი, რომელიც არის სიტყვის თავისუფლების გარანტი  და ვთხოვთ მას, შეისწავლოს ეს საქმე.

ჩემთან სეპარატული მოლაპარაკებების წარმოება აბსოლუტურად განწირულია. არ შევდივარ მოლაპარაკებებში იმ ვითარებებში, როცა აბსოლუტურად მართალი ვარ და მეორე მხარე დაჩაგვრას ცდილობს. თავისუფალი მედია და სასამართლო, საფრთხის წინაშეა. “რუსთავი 2” დღეს თავისი ბრძოლით ორივე ინსტიტუციის გადარჩენას აპირებს. ეს არის ჩვენი ისტორიული ამოცანა.

ყველა პროდასავლურ მედიას, პოლიტიკოს და ძალას ვთხოვ, ამ საკითხით დაინტერესდეს. მიმართონ პროტესის ყველა ზომას, რაც კანონით დაშვებულია.

ჩვენი საქმის განხილვის ყველანაირი ნორმა და ვადა დარღვეულია. არ ვიცით პალატის შემადგენლობა, რადგან ნათელია მოსამართლეთა სელექცია სუს-ის მიერ მიმდინარეობს. გვაქვს უკანონო ყადაღა მეორე წელია და პასუხები არ ვიცით. მოსამართლეებს მივმართავ, კანონიერი გადაწყვეტლება მიიღეთ. გაბედეთ თქვენც ზეწოლის გასაჯაროება- გადაარჩიენთ ქვეყანა და საკუთარი თავი. “-განაცხადა გვარამიამ.

შეგახსენებთ, რომ ”რუსთავი 2”-ის საქმის მოსამართლეების საქმიანობაში უხეშად ჩარევის შესაძლო ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

”რუსთავი 2”-ის ადვოკატმა თამთა მურადაშვილმა განაცხადა, რომ კითხვის ნიშნებს აჩენს ის ფაქტი, რომ გამოძიება 14 იანვარს დაიწყო, თუმცა ამის შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი მხოლოდ ახლა გახდა.

თამთა მურადაშვილის შეფასებით, ხორციელდება გარკვეული შეთქმულება იმ მოსამართლეების წინააღმდეგ, ვინც ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის საქმეზე სავარაუდოდ ზეწოლას არ დაექვემდებარა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა, ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ, რომლებიც ”რუსთავი 2”-ის საქმეს განიხილავენ, მათ საქმიანობაში უხეშად ჩარევის შესაძლო ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართეს. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება 14 იანვარს დაიწყო. თავის მხრივ, „ნაციონალურ მოძრაობაში” დღეს გაკეთდა განცხადება, რომ აღნიშნულ მოსამართლეებზე ზეწოლას სუს-ი ახორციელებდა, რის გამოც პარტიამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის გადადგომის მოთხოვნა დააყენა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლეებზე სუს-ის მხრიდან ზეწოლის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებას „არასერიოზულს“ უწოდებს.

იტვირთბა....