ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი ლიტვიდან აცხადებს, რომ დღევანდელი დღე საქართველოსთვის აუცილებლად მისალოცია, რადგანაც ქვეყანამ ყველა დაკისრებულ მოვალეობებს თავი ზედმიწევნით შეასრულა. ევროპარლამენტარი ლიტვიდან ფიქრობს, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი აჩვენა. ამიტომაც, ქვეყანამ ვიზალიბერალიზაციის მინიჭება დაიმსახურა.
„საქართველომ ევროპეიზაციისკენ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, ამიტომაც ის ჩვენგან დადებით პასუხს იმსახურებს. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ, კორუფციასთან ბრძოლის, მართლმსაჯულების, საზღვრის კვეთის კონტროლის მხრივ ძალიან დიდი პროგრესი განიცადა. ამ ქვეყანას საუკეთესო სურვილები მინდა ვუსურვო. კოლეგებო, ვაღიაროთ, რომ ეს ფაქტი უნდა მივულოცოთ ევროკავშირს, რადგან ის დღეს იწყებს პარტნიორობის, თანამშრომლობის მშენებლობას და არა ომს, როგორც დღევანდელი მსოფლიოს ზოგიერთი სახელმწიფო იქცევა,“ – განაცხადა პეტრას აუსტრევიჩუსმა.