ახალი ამბები მთავარი სამართალი

1 ადამიანი გარდაიცვალა, 21 წლის ბიჭი ნანგრევებშია მოყოლილი: ხელვაჩაურში სახლი ჩამოინგრა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა განთიადში საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა, რის შედეგად იქ მცხოვრები მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.

ნანგრევებიდან 3 ადამიანის ამოყვანა უკვე მოხერხდა, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გადარჩენილებს შორისაა ორსული ქალბატონი, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დედათა და ჩვილ ბავშვთა სახლში გადაიყვანა.

„რუსთავი 2-ის“ ცნობით, ამ წუთებში ოჯახის კიდევ ერთი წევრის, 21 წლის ლადო გორგაძის ნანგრევებნიდან ამოსაყვანად სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ის სავარუდოდ ბეტონის მასის ქვეშაა მოყოლილი. ადგილზე იმყოფება სასწრაფო და სამაშველო ბრიგადები.

იტვირთბა....