უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ფიქრობს, რომ ნატო-ში შესვლის თაობაზე, ქვეყანაში რეფერენდუმის ჩატარება საჭიროა. ამის შესახებ მან Berliner Morgenpost-თან ინტერვიუში ისაუბრა.
„ ყველაზე მეტად უკარინელი ხალხის აზრს ვაფასებ. ოთხი წლის უკან ნატო-ში უკრაინის გაწევრიანებას მოსახლეობის 16% უჭერდა მხარს. ახლა ეს მაჩვენებელი 54%-ს შეადგენს. როგორც პრეზიდენტმა მე მინდა რომ ამ თემაზე ჩამი ხალხის მოსაზრება გავიგო. ჩავატარებ რეფერენდუმს ნატო-ში გაწევრიანებაზე და თუ უკრაინელები მხარს დაუჭერენ ამას, მე ყველაფერს გავაკეთებ, რათა მივაღწიო უკრაინის წევრობას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, თუ არ დაუჭერენ ამასაც გავიგებ. “, – აღნიშნა პოროშენკომ.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის დეკემბერში უკრაინის პარლამენტმა ორ კანონში ცვლილებები შეიტანა და უკრაინის ბლოკგარეშე სტატუსზე უარი განაცხადა. უკრაინის სამხედრო დოქტრინის ახალი რედაქციის მიხედვით, რომელიც 2015 წლის 24 სექტემბერს გამოქვეყნდა, კიევი თავის პრიორიტეტად ნატო-სთან თანამშრომლობის გაღრმავებას მიიჩნევს.