თურქმა პოლიციელმა ქერაფაშას საავადმყოფოში თვითმკვლელობა სცადა, რამაც პანიკა გამოიწვია, – ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ABCnews-ი სტამბოლის საავადმყოფოს წარმომადგენელთა ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.
მანამდე, თურქული მედია ინფრმაციას ავრცელებდა, რომ სტამბოლის ქერაფაშას საავადმყოფოში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა. საავადმყოფოს დირექტორის თქმით, თანამშრომლების ევაკუაცია მოხდა, ხოლო შეიარაღებულ პირთან კი პოლიციის წარმომადგენლები მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
ტელეგრაფი The Hurriyet-ზე დაყრდნობით წერდა, რომ შეიარაღებული პირი სტამბოლის ქერაფაშას საავადმყოფოს ფსიქიატრიული განყოფილების პაციენტია.