ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

“სოციალური დაცვის სისტემის უუნარობა”: ბათუმში დედა-შვილის დაღუპვის რეალური მიზეზი

ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი ბათუმში დედ- შვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს:

“აღმოჩნდა, რომ დედა-შვილს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდათ. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის, დენის გადაჭრისა და ულუკმაპურობის პირობებში ბევრად უფრო რთულია გადარჩენა, ვიდრე ჯანმრთელებისთვის. კვლევების თანახმად, საქართველოში ფსიქიკური დაავადების მქონე ადამიანების ოჯახები სამჯერ უფრო ღარიბი არიან ვიდრე სხვები.

ეს ბათუმის შემთხვევა ავლენს მთელი ჩვენი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემის უუნარობას: სოციალური სამსახური რომ ჯეროვნად მოქმედებდეს, შესაბამისი ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისები რომ არსებობდეს – მაგალითად, მობილური გუნდები, სავარაუდოდ, დენის გადაჭრის პირობებშიც კი ეს ადამიანები გადარჩებოდნენ, მაგრამ რომელ ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების არსებობაზე ვილაპარაკოთ, როცა რაც მიღწეულია ამ უკანასკნელ წლებში, იმასაც ანგრევს სახელმწიფო – ზოგადი პროფილის კლინიკებში ფსიქიატრიული განყოფილებების დახურვისა არ იყოს. სამარცხვინოა”.

შეგახსენებთ, ინფორმაცია დედა-შვილის გარდაცვალების შესახებ გუშინ საღამოს გავრცელდა. მომხდარზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

იტვირთბა....