ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბათუმში, სავარაუდოდ, დედა-შვილი სიცივის გამო გარდაიცვალა, რადგან მათ რამდენიმე დღე ელექტროენრგია არ მიეწოდებოდათ

ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე, ბინაში გარდაცვლილი დედა-შვილი იპოვეს. შსს-ს ინფორმაციით,  გამოძიება დაწყებულია 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ადგილზე საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს, რის შემდეგაც დადგინდება გარდაცვალების მიზეზი.

„აჭარის ტელევიზიას“ გარდაცვლილთა მეზობელმა განუცხადა, რომ სავარაუდოდ დედა-შვილი სიცივის გამო გარდაიცვალა, რადგან მათ რამდენიმე დღეა ელექტროენრგია არ მიეწოდებოდათ.

„ენერგო-პრო ჯორჯიაში“ „აჭარის ტელევიზიას“ დაუდასტურეს, რომ მისამართზე, სადაც გარდაცვლილი დედა-შვილი იპოვეს, ელექტრო ენერგიის მიწოდება 26 იანვრიდან შეწყდა.

იტვირთბა....