თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს მერიაში მიმდინარე საკოორდინაციო თათბირზე განაცხადა, რომ ”ბავშვთა სამყაროში” ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს სხვა ბაზრობებზე შეღავათიან რეჟიმში ვაჭრობის შესაძლებლობა ექნებათ.
მისივე ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს შეღავათიანი რეჟიმით სარგებლობა 3-დან 6 თვემდე პერიოდში შეეძლებათ.
შეხვედრას სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან ერთად “ბავშვთა სამყაროსა” და ბაზრობების ასოციაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
იტვირთბა....