თბილისის მერიასთან ”ბავშვთა სამყაროს” ქვედა ბაზრობის მოვაჭრეები აქციას მართავენ. მათი განცხადებით, ყურადღებას მხოლოდ ოქროს ბირჟაზე მოვაჭრეებს აქცევენ. მონაწილეები თბილისის მერთან დავით ნარმანიასთან შეხვედრას ითხოვენ:
”ჩვენ თბილისის მერთან გვინდა შეხვედრა. თუ არ შეგვიშვებენ ძალით შევალთ. ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ იქ აშენდეს სუპერმარკეტები და მოლი”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
შეგახსენებთ, რომ “ბავშვთა სამყაროს” დაზარალებულ მოვაჭრეებს ზარალი ინდივიდუალურად დაეთვლებათ. ამის შესახებ მერიაში სპეციალური თათბირი მიდმინარეობს.