ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“ეს არის საშინელება, ბიძინა ივანიშვილო! ამ ფაქტებს ასე არ დავტოვებ”

“ადვოკატთა ასოციაციის” თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართავს:

„ქვეყნის ახალო შუქურავ, რამოდენიმეჯერ მოგწერეთ ღია წერილი, თუმცა უშედეგოდ. ვიფიქრე, ქვეყანაში რაღაც მაინც შეიცვლებოდა, მაგრამ როდესაც „მურუსიძეებს“ გადაეფარე და სააკაშვილის მიერ შექმნილ სასამართლოს გაუკეთე ლეგიტიმაცია, მივხვდი, საითაც მიგყავდათ ქვეყანა, ამიტომ თითქმის ერთი წელია, არაფერს გწერდთ.

ბიძინა ივანიშვილო! არ მეგონა თუ გამაკვირვებდა შენი ფეოდალური ხელისუფლება და ადვოკატებთან მიმართებაში ჩაიდენდა ისეთ უკანონობას, რასაც აკეთებდა მხოლოდ სააკაშვილის რეჟიმი. 26 დეკემბერს მთავარმა პროკურატურამ და „მურუსიძეებმა“ დააკავეს ორი ადვოკატი, 62 წლის პენსიონერი, ქალბატონი ნათელა გოდერიძე, რომელსაც სახლში ჰყავს 15 წლის არასრულწლოვანი ქალიშვილი და ადვოკატი (20 წლის საადვოკატო სტაჟით, რომელსაც არ მიუღია არცეერთი უბრალო შენიშნა კარიერის მანძილეზე) – მზევინარ კოსტავა თაღლითობის ბრალდებით. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, 62 წლის პენსიონერ ქალბატონზე წინასწარი პატიმრობის შეფარდება, რომელსაც აქვს კვირაში მინიმუმ 10 სასამართლო პროცესი და არსად არ გარბის, არის უმსგავსობა და უზნეობა.

28 იანვარს შევხვდი ადვოკატთა კორპუსს, დარბაზში ტევა არ იყო, დაახლოებით 100 ადვოკატი იდგა ფეხზე. მე მათ წავუკითხე ბრალი, რომელიც წაუყენა პროკურატურამ და დავაყენე კენჭისყრაზე საკითხი: იყო თუ არა ეს ბრალი მთელი ადვოკატთა კორპუსის წინააღმდეგ მიმართული ქმედება, გაუგონარი უკანონობა ადვოკატთა კორპუსის წინააღმდეგ და იყვნენ თუ არა ადვოკატები – ნათელა გოდერიძე და მზევინარ კოსტავა პოლიტპატიმრები? რაზეც ადვოკატების თითქმის 100 %-მა მიპასუხა, რომ ჩვენ გვყავს ორი პოლიტპატიმარი ადვოკატი და უნდა ვიბრძოლოთ მათ გასათავისუფლებლად. ეს არის დღევანდელი ხელისუფლების სამართლებრივი განაჩენი და დასასრული.

პარადოქსია, რომ პოკურატურამ დააკავა ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფთან ერთად, რომ როგორმე ვინმემ დაადოს ხელი ადვოკატებს. სხვანაირად შეუძლებელია მტკიცებულებების მოპოვება ადვოკატების წინააღმდეგ. გოგა ხაინდრავას ფილმში, რომელიც თქვენ დააფინანსეთ, უამრავი ასეთი ფაქტია მოყვანილი, რისი გამეორებაც დაიწყეს იმ პროკურორებმა და მოსამართლეებმა, ვინც აკანონებდა უმსგავსობას და უზნეობას და ვისთანაც თქვენ, სავარაუდოდ იმყოფებით ალიანსში. თქვენმა ნაქებმა „შოთაძის“ პროკურატურამ ადვოკატებს ბრალი წაუყენა, რომ ნოტარიუსი შეიყვანეს შეცდომაში და მას გააცემინეს უკანონოდ სამკვიდრო მოწმობა მოქალაქეზე, რომელიც სასამართლოს კანონიერი გადაწყვეტილების საფუძველზე აღიარებული იყო მემკვიდრედ ზუსტად იმ ქონებაზე, რომელზეც გასცა ნოტარიუსმა სამკვიდრო მოწმობა. დადასტურებულია პროკურატურის მიერ, რომ ადვოკატებმა წარადგინეს ნოტარიუსთან, მხოლოდ კანონიერად მოპოვებული მტკიცებულებები, სააღრიცხვო დოკუმენტები და საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტაცია. სამწუხაროა, როცა პროკურატურამ არ იცის, რომ ნოტარიუსები სამკვიდრო მოწმობებს გასცემენ არა მიწოდებული ინფორმაციებით, არამედ წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, ნოტარიუსებს აქვთ პირდაპირი წვდომა დოკუმენტაციასთან. ისმის კითხვა, როგორ უნდა შეიყვანოს ადვოკატმა ნოტარიუსი შეცდომაში? ეს არის იურიდიულად გამორიცხული, თუ ადვოკატი არ წარუდგენს ყალბ დოკუმენტს. შოთაძის პროკურატურამ როდესაც დაუშვა ის ფაქტი, რომ ადვოკატმა ოფიციალურად გამოთხოვილი დოკუმენტების საფუძველზე, შეიძლება შეიყვანოს ნოტარიუსი შეცდომაში, ეს ნიშნავს იმას, რომ ადვოკატებს წაუყენეს პოლიტიკური ბრალდება, რომელიც გავრცელდება ყველა ადვოკატზე როგორც პრეცედენტი და დაუდებს საფუძველს ადვოკატთა კორპუსის ინსტიტუციურ დევნას. ასეთ უმსგავსობას აკეთებდნენ მხოლოდ პირსისხლიანი დიქტატორები, რომლებისთვისაც მიუღებელი იყო ადვოკატის ინსტიტუტი- ჰიტლერი, მუსოლინი, პინოჩეტი, ჩაუშესკუ და სხვა მისთანები. ჩვეულებრივი დიქტატორები ასეთ უმსგავსობას არ კადრულობდნენ, მაგრამ ეს იკადრა თქვენმა ფეოდალურმა რეჟიმმა.

საქართველოს მთავრობამ, პროკურატურამ ადვოკატები, ჩემი შეფასებით დააპატიმრა იმისთვის, რომ ადვოკატებს შეტანილი აქვთ სასამართლოში სარჩელები თბილისის მერიის, თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს, ზედამხედველობის სამსახურის და ლეგალიზაციის კომისიის წინააღმდეგ და ეს არის დანაშაული? სასამართლოში სარჩელის შეტანის და მოთხოვნის წამოყენების გამო სააკაშვილის რეჟიმი არ სჯიდა ადვოკატებს. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ეს არის მესამე შემთხვევა ადვოკატების დევნის. პროკურატურა აკანონებს ისეთ ანომალიებს, რასაც ნორმალურ ქვეყანაში შეეწირებოდა მთვარი პროკურორი. ადვოკატ კახაბერ ხვისტანს და ლავრენტი სუხიშვილს პროკურატურამ დააბრალა მტკიცებულების ფალსიფიკაცია მხოლოდ იმიტომ, რომ ის მოქალაქე, რომელიც ადვოკატებმა გამოკითხეს, პროკურატურაში ხელმეორედ გამოკითხვის შემდეგ ამბობდა, ადვოკატმა მთხოვა და ეს ჩვენება იმიტომ მივეციო. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ადვოკატმა მოქალაქე გააფრთხილა, თუ არასწორ ჩვენებას მომცემ დაისჯები სისხლის სამართლის წესითო და ამანაც არ გაჭრა, იმიტომ რომ პროკურატურას სურს შექმნას პრეცედენტი და ადვოკატებს აუკრძალონ მოწმეების გამოკითხვა, ისინი დააშინონ, რასაც სააკაშვილის რეჟიმიც არ აკეთებდა. არ ყოფილა შემთხვევა, ადვოკატი დაეპატიმრებინოთ იმის გამო, რომ ადვოკატმა მოწმე გამოკითხა, ეს არის საშინელება და ბნელეთის დამკვიდრება. სააკაშვილის რეჟიმის დროს, როდესაც მოწმე აძლევდა სასამართლოში განსხვავებულ ჩვენებას და ამბობდა პოლიციაში პირველი ჩვენება ძალით დამაწერინესო, ასეთ მოწმეს პროკურატურა იჭერდა ჩვენების შეცვლის გამო, რატომ მიეცი ცრუ ჩვენებაო. მაგრამ როდესაც ადვოკატმა გამოჰკითხა მოქალაქე თავისი ნებით, ვინაიდან პროკურატურას არ აწყობს ადვოკატებმა გამოჰკითხონ მოწმეები და იბრძოლონ უდანაშაულო მოქალაქეების დაცვის მიზნით, პროკურატურამ დაიწყო ადვოკატების დევნა. ასეთი რამე არ უქნია სააკაშვილის რეჟიმს.

ნათელა გოდერიძის ადვოკატებმა, როდესაც ადვოკატთა ასოციაციაში პრესკონფერენცია ჩაატარეს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის შენობაში შემოვარდნენ მოქალაქეები და ადვოკატებს ხელი შეუშალეს პრესკონფერენციის ჩატარებაში, რაც წარმოადგენს საადვოკატო საქმიანობის ხელის შეშლას და ისჯება კანონით. ეს, რომ იგივე მოქალაქეებს გაეკეთებინათ პროკურატურაში, მათ ხომ მისცემდნენ პასუხისგებაში?

ბიძინა ივანიშვილო! ამ ფაქტებს რომ ასე არ დავტოვებ, ალბათ იცით, მაგრამ სანამ რამეს დავიწყებ მოგიწოდებ! მოგვაშორე სააკაშვილის პროკურორები და მოსამართლეები“.

იტვირთბა....