ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, „ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებულების საგადასახადო ვალდებულებულებებისა და დავალიანებების შესწავლა ინდივიდუალურად მოხდება.
”მას შემდეგ, რაც მოხდება განადგურებული პროდუქციის მოცულობისა და ზიანის დადგენა, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური უსწრაფეს რეჟიმში მოახდენს სასაქონლო მატრიალური ფასეულობის ჩამოწერას გადამხდელლებზე იმისთვის, რომ მათ საგადასახადო ვალდებულებები აღარ წარმოექმნას განადგურებულ საქონელზე. გარდა ამისა, უკვე შემდგომ პერიოდში ინდივიდუალურად მოხდება შესწავლა თითოეული ამ გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების და საგადასახადო დავალიანებების და ინდივიდუალურად იქნება გადაწყვეტილება მიღებული. იქედან გამომდინარე, რომ მომავალ საქმიანობაში პრობლემა არ შეიქმნას”, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
ცნობისთვის, აღნიშნულთან დაკავშირებით, თბილისის მერიაში საკოორდინაციო თათბირი მიმდინარეობს.

