ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ხანძრის შედეგად დამწვარი „ბავშვთა სამყაროს“ შენობის გაყიდვა არ იგეგმება

 

სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ დირექტორის, გიორგი მაჭავარიანის განცხადებით, ხანძრის შედეგად დამწვარი „ბავშვთა სამყაროს“ შენობის გაყიდვა არ იგეგმება.
მისივე თქმით,  ხანძრის შედეგად დამწვარი სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ შენობის მშენებლობას მაქსიმუმ 2 წელი დასჭირდება.

„არაფერს არ გავყიდით. ჩვენ შესძლებისდაგვარად, მაქსიმალურად შევეცდებით, რომ აღვადგინოთ შენობა, თუ აღდგება. თუ არადა, ალბათ, დაზღვევა ჩვენს პრობლემას გაითვალისწინებს და გვერდით დაგვიდგება. მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერსაც, რომ მიიღეს განკარგულება და სთხოვეს როგორც სადაზღვევო კომპანიას, ასევე ბანკებსაც, რომ ამ ხალხს გვერდით დაუდგნენ და გადაუვადონ კრედიტები. თუ გამოძიება მალე დამთავრდება, მაქსიმუმ 2 წელიწადში უნდა დავამთავროთ მშენებლობა-რეკონსტრუქცია“, – განაცხადა გიორგი მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში.

იტვირთბა....