საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, დიდი ოდენობით ალკოჰოლური სასმელის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებული,საქართველოს ტერიტორიაზე ახდენდა აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ბრენდირებული ალკოჰოლური სასმელის – „დავიდ“-ის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციას. საგამოძიებო სამსახურის მიერ ნივთმტკიცების სახით 700 ერთეული უაქციზო ალკოჰოლური სასმელია ამოღებული.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის II ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 4 – დან 6 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.