”ბავშვთა სამყაროს” თანამშრომლების შენობაში შეშვება სიის მიხედვით მოხდება, – ამის შესახებ ოქროს ბირჟის კომერციულმა დირექტორმა ამირან მარიამიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
”შემთხვევით რაიმე რომ არ ჩამოვარდეს, მოხდება გამაგრება და მერე სათითაოდ სიის მიხედვით შევლენ. ნივთების დაკარგვის არავითარი საშიშროება არ არსებობს”, – განაცხადა ამირან მარიამიძემ.
ამ დროისთვის კვლავ მიმდინარეობს ხანძრის ლიკვიდაციის სამუშაოები. ტერიტორიაზე მეხანძრეებთან ერთად მობილიზებული არიან პოლიციის თანამშრომლები.

