სიღნაღში, სოფელ ტიბაანში კულტურის სახლი, რომელიც არ ფუნქციონირებდა, დაიწვა. შემთხვევის ადგილზე ცეცხლის ლოკალიზებისთვის კახეთის რეგიონის 13 სახანძრო -სამაშველო ბრიგდა გამოცხადდა. ადგილობრივების ინფორმაციით, დაწესებულებას ცეცხლი სახურავიდან გაუჩნდა და მთლიან შენობას მოედო.
რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. როგორც “მეტრონომს” შსს-ს პრეს-სამსახურში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება 188-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანება -განადაგურებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

