„ბავშვთა სამყაროს“ მოვაჭრეების ინფორმაციით, დღეს ისინი ტერიტორიაზე შესვლას შეძლებენ, მას შემდეგ რაც უსაფრთხოების სამუშაოები დასრულდება. ამის შესახებ მოვაჭრეებს ადმინისტრაციის თანამშრომლებმა განუცხადეს:
„ადმინისტრაციის ერთ-ერთი წარმომადგენელი გოჩა კაპანაძე იყო გამოსული „ბავშვთა სამყაროს“ თანამშრომლებთან, რომელმაც თქვა, რომ უსაფრთხოების სამუშაოების დასრულების შემდეგ ისინი ნელ-ნელა, ეტაპობრივად შეძლებენ შევიდნენ ტერიტორიაზე“, – აცხადებენ მოვაჭრეები.
ამ წუთებში ადგილზე კვლავ მობილიზებულია სახანძრო მანქანები და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე რჩებიან სამართალდამცველები.
იტვირთბა....

