„ბავშვთა სამყაროს“ შენობის ნაწილის დემონტაჟი, შესაძლოა, დღეს დაიწყოს. თბილისის მერიისა და სამხარაულის ბიუროს ექსპერტთა ჯგუფებმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც შენობა დაათვალიერეს.
როგორც ჟურნალისტებს თბილისის ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ წუხელ, სავაჭრო ცენტრთან განუცხადა, შერჩეულია კომპანია, რომელიც შენობის დემონტაჟს განახორციელებს, თუმცა მისივე განცხადებით, დემონტაჟი ვერ დაიწყება იქამდე, ვიდრე ცეცხლის ლიკვიდირება მთლიანად არ მოხდება.
დაკვამლიანების ცალკეული კერები ტერიტორიაზე ჯერ კიდევ რჩება, თუმცა სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მის ჩაქრობას უახლოეს საათებში ვარაუდობენ.

