aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი ჯანდაცვა

ფსიქიატრები სერგეენკოს ღია წერილით მიმართავენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

ავლიპ ზურაბაშვილის სახელობის საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოება ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს ღია წერილით მიმართვას. მათი განმარტებით, მინისტრის  განცხადებამ, როცა  სერგეენკომ 24 იანვარს განაცხადა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის დაფინანსების ირგვლივ  ატეხილი “აჟიოტაჟის” უკან კლინიკების ფინანსური ინტერესებია, მათ პროფესიულ ღირსებას საფრთხე შეუქმნა:

 

“თქვენი გამოსვლის შემდეგ ფსიქიატრების მიმართ დამოკიდებულებას სერიოზული საფრთხე დაემუქრა. უამრავმა პაციენტმა, ოჯახის წევრმა და უფლებადამცველმა მოგვმართა შეკითხვით, თუ რამდენად შეესაბამება სიმართლეს თქვენს გამოსვლაში მოყვანილი ფაქტები. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი პროფესიული ღირსება საფრთხეშია, მოგმართავთ თხოვნით, რომ თქვენს ხელთარსებული მონიტორინგის მონაცემები გაგვაცნოთ და ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით ამ საკითხის არსებითი განხილვა დაიწყოს,”- აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, სერგეენკომ განაცხადა:

“კლინიკებში ჩვენმა მონიტორინგმა უტყუარად დაადგინა, რომ არცთუ ისე იშვიათ შემთხვევაში, მწვავე ფსიქოზის მქონე პაციენტს სტაციონარიდან წერდნენ დროზე ადრე, ის ამ ერთი თვის განმავლობაში განმეორებით ან განმესამებით შედიოდა იგივე ან სხვა კლინიკაში იმისათვის, რომ ამ კლინიკებს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, გამოეწერათ ზედმეტი თანხა. ამას აკეთებდნენ პაციენტის უსაფრთხოების ხარჯზე,”- განაცხადა დავით სერგეენკომ.

იტვირთბა....