თბილისის ვიცე-მერის ლაშა აბაშიძის განცხდებით, „ბავშვთა სამყაროს“ შენობის ნაწილის დემონტაჟი მოხდება, რის შემდეგაც შენობიდან დაზარალებულთა ნივთების გამოტანა შესაძლებელი იქნება.ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც შენობა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტებმა დაათვალიერეს. აბაშიძის თქმით, დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილებას დღის ბოლომდე მიიღებენ.
დაზარალებულთა ნაწილი აღნიშნული ინფორმაციით უკმაყოფილოა და ამბობენ, რომ შესაძლოა მათი კუთვნილი ნივთები დაიკარგოს და მისი მოპარვა მოხდეს. ადგილზე სიტუაციის გასაცნობად თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი მივიდა, რომელიც დაზარალებულებთან შეხვედრას მართავს.