თერჯოლის #1 სკოლის მანდატურს, რომელიც 16 წელს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარებაშია ბრალდებული, სასამართლომ 10 000 ლარის ოდენობით აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. პროკურატურა მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა.
”გამოძიებით დადგინდა, რომ თერჯოლის N1 საჯარო სკოლის მანდატურმა კ. ფ.-მ 2016 წლის სექტემბრის დასაწყისში, მეზობელი და იმავე სკოლის მოსწავლე, 15 წლის გოგონა სოციალური ქსელის საშუალებით შეხვედრაზე დაითანხმა და დაუსახლებელ ადგილზე, მასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა. სამართალდამცველებმა კ. ფ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს”, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.
საქმეზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით (სქესობრივი კავშირი წინასწარი შეცნობით 16 წელს მიუღწეველთან), რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან – ცხრა წლამდე ვადით ითვალისწინებს.

