ახალი ამბები კრიმინალი მთავარი

რუსთავში არასრულწლოვანს ორი მაღაზიის გაქურდვაში სდებენ ბრალს

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე წიგნებისა და ტანსაცმლის  მაღაზია გაქურდეს. დაუზუსტებელი  ინფორმაციით, წიგნების მაღაზიიდან 700 ლარამდე თანხაა წაღებული, ხოლო ტანსაცმლის მაღაზიაში დამნაშავეს თანხა არ დახვდა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

უწყების ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით მხილებულია არასრულწლოვანი პირი, რომლის გამოკითხვა მიმდინარეობს.

იტვირთბა....