ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“ეს საგანგაშო გზავნილია სხვადასხვა ეროვნების ჯარისკაცებისთვის, ვინც იცავს უკრაინას”

 

ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კომენტარის თარგმანს გია ცერცვაძის საქმეზე “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს:

“რაც ახლა ხდება ნიშნავს იმას, რომ ყველა, ვინც უკრაინის დაცვისთვის იბრძვის, საფრთხის ქვეშაა და არა მხოლოდ რუსეთის, არამედ უკრაინის კორუმპირებული უწყებების მხრიდან.
ეს ერთგვარი საგანგაშო გზავნილია სხვადასხვა ეროვნების ჯარისკაცებისთვის, ვინც იცავს უკრაინას. არსებობს დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც, გია ცერცვაძე რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა და მისი ექსტრადირება დაუშვებელია. რაც ახლა ხდება იმას ნიშნავს, რომ ყველა, ვინც უკრაინის დაცვისთვის იბრძვის, საფრთხის ქვეშაა და არა მხოლოდ რუსეთის, არამედ უკრაინის კორპუმპირებული უწყებების მხრიდან. მოვუწოდებ პროკურატურას და სასამართლოს, უარი თქვან ბიუროკრატიაზე და დროულად მიიღონ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება”, -ასე შეაფასა სააკაშვილმა გია ცერცვაძის პროცესის 3 თებერვლამდე გადადება.
ვიცე-პოლკოვნიკ გია ცერცვაძის სასამართლო პროცესი 3 თებერვლისთვის გადაიდო. პროცესის გადადების მიზეზად მოსამართლემ ის გარემოება დაასახელა, რომ საქალაქო სასამართლოს მხრიდან შესაბამისი მასალების დროულად მიწოდება არ მოხდა. გია ცერცვაძეს 40-დღიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ქართველი ჯარისკაცი, რომელიც აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, რუსეთის მოთხოვნით იქნა დაკავებული. გია ცერცვაძე უკრაინაში 15 იანვარს დააკავეს.

ცერცვაძეს რუსეთის ხელისუფლება 2003 წელს თითქოს ჩადენილი დანაშაულისთვის ეძებს, მასზე კი საერთაშორისო ძებნა 2016 წლის 23 დეკემბრის, ანუ 13 წლის შემდეგ გამოცხადდა. რუსეთის მიერ, უკრაინაში გადაგზავნილი საქმის მასალებში წერია, რომ ქართველ ჯარისკაცს 2003 წელს რუსეთში ჩადენილი მკვლელობაში ედება ბრალი.

იტვირთბა....