ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“როკფელერის ფონდი” თბილისის მერიას 1 მილიონ დოლარს გამოუყოფს

“როკფელერის ფონდი” დედაქალაქის მერიას 21-ე საუკუნის გამოწვევების დაძლევაში ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას გაუწევს, რისთვისაც 1 მილიონ დოლარს გამოყოფს”:, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

„პოსტსაბჭოთა სივრცეში, თბილისი პირველი ქალაქი, რომელიც „100 მედეგი ქალაქის“ ინიციატივას შეუერთდა, რომელიც ქალაქებს ეხმარება უფრო მედეგი სხვადასხვა გამოწვევები წინაშე, როგორიც არის სტიქია და შოკები, რომელიც პერიოდულად არსებობს.

გვექნება სხვადასხვა წამყვანი ქალაქების გამოცდილების გაზიარების საშუალება. ამ პროექტისთვის 1 მილიონი დოლარი გამოიყოფა და იმ უცხოელ ექსპერტს დააფინანსებს, რომელიც მუდმივად თბილისში იქნება და დაგვეხმარება, როგორც სტრატეგიული დოკუმენტის მომზადებაში, ასევე ჩვენი სხვადასხვა სამსახურების გადამზადებაში“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

იტვირთბა....