aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“მექსიკას კედლების არ სჯერა”: ტრამპის გადაწყვეტილებას ნიეტო გმობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

მექსიკის პრეზიდენტი ენრიკე პენია ნიეტო აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ მექსიკის საზღვართან კედელის აშენების გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და გმობს :

ვწუხვარ და ვგმობ აშშ-ის ამ გადაწყვეტილებას, ვინაიდან კედელის აშენების გაგრძელება ჩვენ დაგვაშორებს და არა გაგვაერთიანებს. მექსიკას არ სჯერა კედლების. ადრე ვთქვი და ახლაც გავიმეორებ – მექსიკა არ გადაიხდის ამ კედელის აშენების ხარჯებს. დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ეხება. იმიგრაციული ზომების მიღებასთან და საზღვარზე კედელის აშენებასთან დაკავშირებით. საპასუხოდ მე დავავალე საგარეო საქმეთა მინისტრს გააძლიეროს ჩვენი თანამოქალაქეების დაცვის ზომები. აშშ-ში მდებარე მექსიკის 50 საკონსულო მიგრანტების უფლებების დაცვის ცენტრებად იქცევა. როგორც მექსიკის პრეზიდენტი სრულად ვიღებ პასუხისმგებლობას დავიცვა და გავუფრთხილდე მექსიკისა და მექსიკელების ინტერესებს, მექსიკა ადასტურებს თავის მეგობრობას აშშ-ის ხალხთან და სურვილს შეთანხმებას მიაღწიოს აშშ-ის მთავრობასთან. შეთანხმების, რომელიც მექსიკისა და მექსიკელი ხალხის ინტერესებში იქნება“, – წერს ენრიკო პენია ნიეტო სოციალური ქსელ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მექსიკის საზღვარზე კედლის აშენებას, არალეგალ მიგრანტთაგან ქვეყნის დასაცავად, ხელი მოაწერა.

იტვირთბა....