მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული სხვადასხვა მომსახურება უფასოა, – ამის შესახებ ინფორმაციას საჯარო რეესტრი ავრცელებს:
“საფასურის გარეშე ხორციელდება შემდეგი სერვისები: დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია;ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის დამოწმება; მედიაცია, მათ შორის, სანოტარო მედიაცია;მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება; ფაქტების კონსტატაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრებისუფლების პირველადი რეგისტრაცია, საკადასტრო აზომვითი ნახაზის გარეშე რეგისტრირებული მიწისნაკვეთების დაზუსტება (რაც ელექტრონული ნახაზის გარეშე არსებული მონაცემების დაზუსტების მიზნითცვლილების უფასოდ რეგისტრაციას გულისხმობს).
აღსანიშნავია, რომ საკუთრების უფლების დადგენისპროცესში ჩართულია მუნიციპალიტეტი, როგორც ადგილზე არსებული ინფორმაციის ყველაზე ეფექტურიწყარო.
როგორც ცნობილია, 1 აგვისტოდან ამოქმედდა კანონი, რომელიც მიწის რეგისტრაციას ამარტივებს და მასმოქალაქეთათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომს ხდის.
საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი იმსირთულეების აღმოფხვრაა, რომელთაც მიწის ნაკვეთების მფლობელები ქონების რეგისტრაციის პროცესშიაწყდებოდნენ.
კანონის თანახმად, მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცედურა გამარტივდა; მოიხსნაბარიერები, რომლებიც მესაკუთრეს ექმნებოდა, ხოლო რეგისტრაციის პროცედურა წახალისდა.
ახალი კანონიუძრავი ქონების რეგისტრაციის პროცედურების გამარტივებასა და მესაკუთრის უფლებების დაცვაზეაორიენტირებული.
„სახელმწიფო პროექტის“ შემუშავება და შესაბამისი კანონის მომზადება მიწის რეგისტრაციის კუთხითარსებულმა პრობლემებმა გამოიწვია. ცვლილებების უმთავრესი მიზანი სწორედ მიწის რეგისტრაციის პროცესის გამარტივება და წახალისებაა.”- ნათქვამია საჯარო რეესტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

