საკრებულოს დეპუტატი შალვა ოგბაიძე ნასვამი მძღოლების მიმართ სანქციების გამკაცრების ინიციატივით გამოდის:
“დავაკონკრეტებ ჩემს მოსაზრებებს თუ რა ზომები უნდა გატარდეს ნასვამი მძღოლების მიმართ:
1 – პირველ შემთხვევაში მართვის მოწმობის უპირობო ჩამორთმევა 6 თვით და გამოცდის თავიდან ჩაბარების პირობით დაბრუნება ჯარიმასთან ერთად.
2 – მეორე შემთხვევაში – მართვის მოწმობის ჩამორთმევა 1 წლით და უკან დაბრუნება ავტოსკოლის სრული ციკლის გავლის და გამოცდის ჩაბარების პირობით და ჯარიმის გადახდის პირობით, ხოლო სხვისი ქონების დაზიანების შემთხვევაში 5-15 დღიანი საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაოს შესრულება.
3 – მესამე შემთხვევაში – მართვის მოწმობის უვადო ჩამორთმევა
მკაცრია?
გერმანიაში (აშშ-ს ბევრ შტატში, ევროპის ბევრ ქვეყანაში) სამწუხაროდ სხვა უკეთესი ვერაფერი მოიფიქრეს”, – წერს საკრებულოს დეპუტატი.