“ნაცმოძრაობიდან” გასულ, ე.წ. ბოკერიას ფრთას ბოლომდე უნდოდა პარტიის ხელში აღება”, – ასეთ განცხადებას აკეთებს “ახალი საქართველოს” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე გაზეთ “რეზონანსთან” საუბარში.
“ვერ შეძლეს ამ მოცანის შესრულება, სხვა გზა აღარ ჰქონდათ დარჩენილი და გავიდნენ. ორივე მხარე დასუსტებულია, თუმცა ამ შემთხვევაში “ნაციონალურ მოძრაობას” უფრო მეტი შანსი აქვს საზოგადოების მხარდაჭერის, ანუ მათ, ვინც დარჩა პარტიაში და არ გადავიდა “ევროპულ საქართველოში”, – განაცხადა ვაშაძემ.