ამერიკის ახლად არჩეულ პრეზიდენტს დონლად ტრამპს სასამართლოში უჩივიან. პრეზიდენტის წინააღმდეგ სარჩელი, ადვოკატთა ჯგუფმა მანჰეტენის სასამართლოში შეიტანა.
ამის მიზეზად კი ისინი, პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის უხეშ დარღვევას ასახელებენ. ტრამპს თავისი სასტუმროების ქსელსა და სხვა ბიზნეს კომპანიებში უცხოური მთავრობებიდან თანხების გადარიცხვას ედავებიან. სარჩელს პრეზიდენტი უკვე გამოეხმაურა და მას დაუმსახურებელი ქმედება უწოდა.