ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აშშ-ის საგარეო ურთერთობების კომიტეტმა სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე რექს ტილერსონს მხარი დაუჭირა

შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთერთობების კომიტეტმა სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე უმსხვილესი ნავთობკომპანია  „ExxonMobil“- ის ყოფილი ხელმძღვანელის რექს ტილერსონის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.

თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, ტილერსონი კომიტეტის დემოკრატი წევრებისთვის მიღებელი აღმოჩნდა.

შეერთებულ შტატებს ახალი სახელმწიფო მდივანი მხოლოდ მას მერე ეყოლება, რაც ტილერსონს სენატი მხარდაჭერას გამოუცხადებს.

აღსანიშნავია,  რომ ტილერსონს ამერიკაში  “პუტინის მეგობრად“ მოიზარებენ. 2013 წელს ტილერსონი ვლადიმერ პუტინმა მეგობრობის ორდენით დააჯილდოვა. როგორც ანალიტიკოსები მიიჩნევენ, შესაძლოა ამ ფაქტის გამო მის კანდიდატურას  სენატმა მხარი არ დაუჭიროს.

ცნობილია ისიც, რომ პუტინთან კარგი ურთიერთობის გამო კრიტიკის მიუხედავად, სენატორები ჯონ მაკკეინი და ლინდსი გრემი ტილერსონს მხარს დაუჭერენ.

იტვირთბა....