ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა. თვითმხილველების ინფორმაციით, მერსედესის მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბოძს შეეჯახა. შემთხვევა გუშინ მოხდა.
როგორც „მეტრონომს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარებს, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.